ბლოგი



საიტის დიზაინის შემუშავება
24-02-2015 01:38 / ბლოგი / 749

საიტის დიზაინის შემუშავება

ვებ გვერდების დამზადება მოიცავს ორ უმნიშვნელოვანეს ეტაპს –  საიტის დიზაინის შემუშავებას და საიტის პროგრამული ნაწილის აწყობას.

მოგეხსენებათ, რომ აღქმის სისტემის თავისებურების გამო, ინფორმაციის საკმაოდ დიდ ნაწილს ვიღებთ მხედველობითი რეცეპტორებიდან…


ვებ გვერდების დამზადება მოიცავს ორ უმნიშვნელოვანეს ეტაპს –  საიტის დიზაინის შემუშავებას და საიტის პროგრამული ნაწილის აწყობას.

მოგეხსენებათ, რომ აღქმის სისტემის თავისებურების გამო, ინფორმაციის საკმაოდ დიდ ნაწილს ვიღებთ მხედველობითი რეცეპტორებიდან. ადამიანების გარეგნული მხარე და სხვადასხვა საგნების გაფორმება ჩვენთვის ძალიან მნიშნვნელოვან როლს თამაშობს. საიტის დიზაინი არ გახლავთ გამონაკლისი. ამა თუ იმ გვერდზე მოხვედრისას, მაშინ როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რა ინფორმაციას მივიღებთ, ჩვენი მხედველობითი რეცეპტორები უკვე აფასებენ საიტის ვიზუალურ მხარეს თავისი კრიტერიუმებით.

საიტის დიზაინის შემუშავება ძალინ სერიოზული და საპასუხისმგებლო ეტაპია. იგი უნდა აკმაყოფილებდეს ისეთ მოთხოვნებს, როგორებიცაა კითხვადობა, თემასთან თავსებადობა ფუნქციონალობა და ა.შ.

გამოცდილმა დიზაინერებმა იციან როგორ გახადონ ინფორმაცია საიტზე ადვილად აღქმადი და დამმახსოვრებადი.

ჩვენი კომპანიის ვებ დიზაინერები აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ საიტის დიზაინი პასუხობდეს  მის წინაშე წაყენებულ ყველა მოთხოვნას და შეესაბამებოდეს დამკვეთის სურვილებს. გამოცდილება, მაღალი მოტივაცია და პროფესიონალიზმი გვაძლევს საშუალებას შევქმნათ წარმატებული და ესთეტიკური ინტერნეტ-გვერდები.